ხვალ, ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ლაიპციგს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ასახელებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ზომერი - მაზრაუი, პავარი, დე ლიხტი, კანსელო - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - გნაბრი.
ხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.