ხვალ, ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე ლაიპციგს უმასპინძლებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ტომას ტუხელმა ჟოაო კანსელოს მომავალზე ისაუბრა.
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის აქ თავს კომფროტულად გრნობს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას ყველა მხარე ერთობლივად იღებს.
მისი ვარჯიშის სურვილი საოცარია, განცდა მეუფლება, რომ აქ ნამდვილად ბედნიერია. ყველაფერს მოგვიანებით, სეზონის დასრულების შემდეგ განვიხილავთ", - განაცხადა ტუხელმა.
მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა, მანჩესტერ სიტი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის სერიოზული თანხაა.