ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
შედეგად, თუ დორტმუნდი ხვალინდელ მატჩში აუგსბურგს გასვლაზე დაამარცხებს, ბოლო ტურში ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებიან და შესაძლოა ბაიერნის ჰეგემონია ბუნდესლიგაში დასრულდეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რეკორდმაისტერის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა:
"ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილ, რადგან კარგი სავარჯიშო კვირა გვქონდა და ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველი ნახევარი საათის შემდეგ დღეს მოედანზე ბევრი არაფერი გაგვიკეთებია, იმედები ძალიან გამიცურვდა.
ყოველთვის უკეთესია, როცა ჩემპიონობის დროს საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, მაგრამ ეს დღეს კიდევ ერთხელ შეიცვალა", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.