მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ თითქოს და იოზუა კიმიხი, ანდა მისი წარმომადგენლები ბარსელონასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, თუმცა 28 წლის შუახაზელს ჯერ კიდევ არ ჰყავს აგენტი და საკუთარ თავს თვითონვე წარმოადგენს.
კიმიხი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს და შესაბამისად არც ბარსელონასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს - აღნიშნულ ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ადასტურებს:
"ბაიერნის პოზიცია კიმიხის შესაძლო ტრანსფერზე ძალიან მკაფიო და ნათელია: ის ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მისი გაყიდვა არ განიხილება!
გავრცელებული ჭორების მიუხედავად, დაზუსტებული ამბავია, რომ რეკორდმაისტერი არნაირ მოლაპარაკებას არ გეგმავს, რადგან კიმიხს კლუბის პროექტში გადამწყყვეტ მოთამაშედ მიიჩნევენ", - წერს ფაბრიციო.