მოგეხსენებათ, 33-ე ტურის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნმა ბუნდესლიგაში პირველობა დაკარგა და ახლა გერმანიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად დორტმუნდი ლიდერობს.
წინ მხოლოდ ერთი მატჩია დარჩენილი რეკორდმაისტერი უკვე საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის - მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ტომას მიულერმა მიმართა და ერთად დგომისაკენ მოუწოდა.
"უკან მოხედვის დრო არ არის - კიდევ ერთი კვირა სრული აქცენტით და იქნება შანსი, რომ ლიგა მოვიგოთ. სიმართლე რომ ვთქვა, ბაიერნის ყველა გულშემატკივარის გამო ვწუხვარ. ჩვენი გუშინდელი მეორე ნახევარი შოკისმომგვრელად ცუდი იყო.
კიდევ ერთი კვირა ვიყოთ ერთად - ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია", - წერს მიულერი.