ამ წუთებში, ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი გასვლაზე კიოლნს უპირისპირდება და მეტოქეს 0:1 ამარცხებს - პარალელურ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დორტმუნდი მაინცთნა 0:2 მარცხდება რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შედეგით ჩემპიონი ბაიერნი გახდება.
აღნიშნული შეხვედრისთვის, ბაიერნს გუნდის გენერალური დირექტორი ოლივერ კანი არ გაჰყოლია, ადგილობრივი გამოცემა BILD კი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი კანის თანამდებობიდან გათავისუფლება იყოს.
წყაროს ცნობით, ოლივერ კანს უკვე აცნობეს მიუნხენში, რომ მისი დრო კლუბში დასრულებულია.