ხვალ, გერმანიის ნაკრები სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჰანს ფლიკმა მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"უკრაინელი ფეხბურთელებისთვის სასიამოვნო იქნება გერმანიის ნაკრებთან თამაში ამ რთულ პერიოდში, რათა შეძლონ და გადაიტანონ სახლში არსებული პრობლემებისგან ყურადღება.
ჩვენი სურვილია დავეხმაროთ ყველას, ვინც სტადიონზე იქნება იყიხლოს მიმზიდველი თამაში", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.