მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დორტმუნდის ბორუსიას 29 წლის ნახევარმცველის, რაფაელ გერეროს ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება.
როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნებოდა, ბაიერნს გერეროს ტრანსფერი ამ კვირას უნდა გამოეცხადებინა და პორტუგალიელი მარცხენა მცველი რეკოდრმაისტერთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს.
ახლა კი ფაბრიციო ირწმუნება, რომ გერერო ბაიერნთან კონტრაქტს სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ მოაწერს.
ცნობისთვის, რაფელ გერერო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და ბაიერნსაც ამ სტატუსით, უფასოდ შეუერთდება.