ნიკო კოვაჩის განთავისუფლების შემდეგ მხოლოდ 2 დღეა გასული. ხორვატი სპეციალისტის ნაცვლად მოკლე ვადით ტრენერის როლს გერმანელი ჰანს ფლიკი შეასრულებს.
მან დღეს მისი პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა სადაც ხავი მარტინესსა და ტომას მიულერს ძირითადში თამაშს დაპირდა.
"ის გოლები, რომლებიც ბოლო მატჩებში გაგვიტანეს არ იყო "ბაიერნის" შესაფერისი. მე ნამდვილად მივმართავ როტაციას და რამოდენიმე ფეხბურთელსაც დავასვენებს".
"ტომას მიულერი და ხავი მარტინესი, ორივე ითამაშებენ, ორივე დასვენებულია და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია "რეკორდმაისტერისთვის"." ამბობს გერმანელი.
ქრისტიან ფლიკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში "ოლიმპიაკოსთან" და ბუნდესლიგაში "ბორუსია დორტმუნდთან" უხელმძღვანელებს.