მოგეხსენებათ, გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნის და ნიდერლანდების 21 წლის ნახევარმცველს რაიან გრავენბერხს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.
მეტიც, ახალგაზრდა შუახაზელი იულიან ნაგელსმანის მწვრთნელობის პერიოდში მოედანზე ფაქტიურად არ გამოდიოდა, რაც ტომას ტუხელის მოსვლის შემდეგ შეიცვალა.
სათამშო დროის ნაკლებობაზე და სამომავლო გეგმებზე გრავენბერხმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
"ველოდი, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცემოდა - თამაშის სურვილი მაქვს და ეს არის ამ ასაკში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. იემდი მაქვს, რომ ბაიერნში მეტი დრო მომეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან წასვლა მომიწევს.
კლუბში ყველას ვუთხარი, რომ კიდევ ერთი ასეთი წელი არ მინდა. რა თქმა უნდა ყოველთვის ვერ ვიქნები სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ მაინც რეგურალურად თამაში მსურს", - განაცხადა გრავენბერხმა.