მიუნხენის ბაიერნის სათადარიგოთა მეკარემ სვენ ულრაიხმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაიერნში დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე სურს.
"კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ ერთი წელი დამრჩა და მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს - ბაიერნში თამაში მსურს!
ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ზაფხულის ბოლოს. მე კარგად ვემზადები სეზონის წინ და მინდა ბაიერნის მეკარეების შემადგენლობაში ვირიცხებოდე", - აღნიშნა ულრაიხმა.
ცნობისთვის, 34 წლის მეკარესა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის.