Calcio Napoli 24-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის სამხრეთ კორეელი მცველი, კიმ მინ ჯე დატოვებს - იგივე წყაროს მტკიცებით, 26 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
როგორც იწერება, კიმისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნი ფავორიტია - ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ტომას ტუხელის კლუბმა კორეელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და დიდი ალბათობით, კიმი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში კიმი ნაპოლის შეუცვლელი წევრი იყო და ჯამში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.