იტალიური ინტერის 27 წლის მეკარემ ანდრე ონანამ შესაძლოა გუნდი ამ ზაფხულს დატოვოს და კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს.
შესაბამისად, იტალის ხელმძღვანელობა ონანას შემცვლელის ძიებაშია - თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, ანდრე ონანას ოპტენციურ შემცვლელად ინტერი იან ზომერს და გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.
სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იტალიურ კლუბს ბაიერნის და საქართველოს ნაკრების მეკარე სატრანსფერო სიაში შეყვანილი ჰყავს.