ავტორიტეტული გამოცემა "Bild"-ის ჟურნალისტი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამჟამად, "ბაიერნის" მთავარი პრიორიტეტი არსენ ვენგერია, რომელიც სეზონის ბოლომდე კლუბის ჩაბარებას დათანხმდა.
დღეს "Bild-Sport"-მა დაადასტურამ, რალფ რანგნიკმა "ბაიერნთან" დაკავშირებული ყველანაირი ჭორი უარყო და ნათელი გახდა, რომ აბსოლუტური ფავორიტი სწორედ არსენ ვენგერია.
ქრისტიან ფალკის ინფრომაციით, არსენ ვენგერი დათანხმდება დროებით მწვრთნელობას. "ბაიერნი" ამ დროის განმავლობაში განხილავს კანდიდატურებს, ზაფხულში კი არსენ ვენგერს, სავარაუდოდ, ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.