მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტის მარჯვენა მცველის, კაილ უოკერის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. გერმანულ მედიაზე დაყრდნობით საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ისეთი მოლოდინია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ამ ზაფხულში ბაიერნში გადმოვა.
ტომას ტუხელის კლუბმა ინგლისელ მცველს შემდეგი წინადადება შესთავაზა: 2 წლიანი კონტრაქტი 2025 წლამდე + 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.
ცნობისთვის, ფეხბურთელის აგენტებსა და ბაიერნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა და მიუნხენში ისეთი განწყობით არიან, რომ ტრანსფერი მოსალოდნელია.