სენეგალის ნაკრების ლეგენდამ ელ ხაჯი დიუფმა მიუნხენის ბაიერნის შემტევსა და თანამემამულეზე, სადიო მანეზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისთებთან ისაუბრა:
"მიუხედავად რთული სეზონისა, სადიომ ყველას აჩვენა (ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ), რომ ის ნამდვილი ჩემპიონია, რადგან იცის თუ როგორ უნდა დაბრუნდეს თამაშში.
მან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა მიუნხენის ბაიერნის და მთელ ევროპას აჩვენა, რომ პენსიაზე გასასვლელად ჯერ მზად არ არის", - განაცხადა დიუფმა.