ლუკას ერნანდესის პსჟ-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერებოდა და ახლა უკვე ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია.
გერმანული გამოცემების მტკიცებით 27 წლის მცველი სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა - მოლაპარაკებები ორივე კლუბს შორის ძალიან კარგად მიმდინარეობს.
მოლაპარაკებებს უშუალოდ პარიზული გუნდის პრეიზდენტი უძღვება. ერნანდესსა და ბაიერნს შრის არსებულ კონტრაქტს ვადა 1 წელში გასდის, ბაიერნს კი ფეხბურთელის უფასოდ გაშვება მომავალ წელს არ სურს და მზადაა ფრანგ ფეხბურთელს 35-40 მილიონ ევროდ შეელიოს - თანხასთან დაკავშრებულ ინფორმაციას lequipe ავრცელებს.
ცნობისთვის, თავად ერნანდესს ბაიერნის დატოვება და კარიერის პსჟ-ში გაგრძელება სურს.