ბაიერნის სატრანსფერო კომიტეტმა დღეს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა მოაწყო და გადაწყვიტა, რომ ჰარი კეინი კლუბისთვის ამ ზაფხულში ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება.
ბოლო დროს იწერებოდა, რომ ინგლისელ ფორვარდს სამშობლოში დარჩენა სურდა, ახლა კი სურათი შესაძლოა საბოლოოდ შეიცვალოს.
ბაიერნს კეინზე ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბმა ფეხბურთელთან და მის გარემოცვასთან/ოჯახთან პოზიტიური მოლაპარაკებები გამართა.
ბაიერნს განუცხადეს, რომ თუ კეინი საზღვარგარეთ წავა, ეს კლუბი აუცილებლად ბაიერნი იქნება.