მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, 58 წლის სპეციალისტს ცუდი სტატისტიკა აქვს - ყოველივე ეს კი ბოლოს გამართულ ივნისის სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებში ვერ მოგებული მატჩებით დაგვირგვინდა.
გერმანიაში ფლიკს მკაცრად აკრიტიკებენ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები, რაზეც ცოტა ხნის წინ ბაიერნის და გერმანიის ნაკრების შემტევმა, ჯამალ მუსიალამ ისაუბრა:
"ჩვენ მოთამაშეები ჰანს ფლიკს ვენდობით და მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ასეთ ცუდ სათამაშო ფაზაზე კრიტიკა ნორმალური და დამსახურებულია - ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ და თამაშების მოგება დავიწყოთ. ამ მძიმე პერიოდიდან უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება მალე", - განაცხადა მუსიალამ.