როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნის სატრანსფერო კომიტეტმა გუშინ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა მოაწყო და გადაწყვიტა, რომ ჰარი კეინი რეკორდმაისტერისთვის ამ ზაფხულში ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება.
ახლახანს, theathletic.com-ის ჟურნალისტმა დევიდ ორსტეინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ბაიერნმა კეინის შესაძენად ოფიციალური წინადადება ტოტენჰემ ჰოსპურს უკვე გაუგზავნა.
საუბარია 29 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ + ბუნები შეძენა.
ცნობისთვის, კეინს და ტოტენჰემს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომავალ წელს გასდის.