როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნის სატრანსფერო კომიტეტმა გუშინ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა მოაწყო და გადაწყვიტა, რომ ჰარი კეინი რეკორდმაისტერისთვის ამ ზაფხულში ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი ტრანსფერი იქნება.
theathletic.com-ის ჟურნალისტმა დევიდ ორსტეინმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ბაიერნმა კეინის შესაძენად ოფიციალური წინადადება ტოტენჰემ ჰოსპურს უკვე გაუგზავნა - საუბარია 29 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ + ბუნებით შეძენაზე.
როგორც ახლახანს გაირკვა, ტოტენჰემმა აღნიშნული წინადადება მალევე დაბლოკა, რადგან ინგლისში იმედი აქვთ, რომ კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მიიღებენ.
მიუხედავად ტოტენჰემის უარისა, ბაიერნი ტრანსფერზე უარის თქმას მაინც არ აპირებს და ახალ წინადადებას ამზადებს.