მიუნხენის ბაიერნის სენეგალელი თავდამსხმელის, სადიო მანეს ბაიერნიდან შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება - 31 წლის შემტევის მომავალს არაბულ კლუბებს უკავშირებენ.
საკუთარი კლიენტის მომავალზე მანეს აგენტმა ისაუბრა და გავრცელებულ ჭორებს ხაზი გადაუსვა:
"საუდის არაბეთიდან კონკრეტულ შეთავაზებაზე არაფერი მსმენია. რაც ამ მომენტისთვის გადაწყვეტილია, ის ბაიერნში დარჩება, რადგან კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მანემ ერთი წელი უკვე გაატარა ბაიერნში და კიდევ ორი დარჩა - ასე რომ კი, ის ბაიერნში რჩება", - განაცხადა სისემ.