როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოტენჰემმა ჰარი კეინის თაობაზე ბაიერნის პირველი წინადადება მალევე დაბლოკა, რადგან ინგლისში იმედი აქვთ, რომ კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მიიღებენ - საუბარი იყო 29 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ + ბუნებით შეძენაზე.
მიუხედავად ტოტენჰემის უარისა, ბაიერნი ტრანსფერზე უარის თქმას მაინც არ აპირებს და ინგლისურ კლუბს გაუმჯობესებულ წინადადებას შესთავაზებს.
გერმანული გამოცემების მტკიცებით, რეკორდმაისტერი 80 მილიონი ფუნიტს (93 მილიონი ევროს) ოდენობით თანხის გამოყოფისთვის მზადაა, ბუნდესლიგის ჩემპიონებს სჯერათ, რომ ამ ტრანსფერის შესრულება შეუძლიათ.