მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნი ვესთ ჰემის კაპიტნის, დეკლან რაისის გადაბირებას გეგმავდა, თუმცა, ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა და 99%-იანი ალბათობით, 24 წლის ინგლისელი კარიერას არსენალში გააგრძელებს.
ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, გერმანული პრესა ირწმუნება, რომ ტომას ტუხელს გეგმა B-ც აქვს და ახლა რეკორდმაისტერი კალვინ ფილიპსის (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერზე გადაერთვება.
საქმე იმაშია, რომ ფილიპსი მანჩესტერ სიტიში საკუთარი როლით უკმაყოფილოა, 27 წლის ნახევარმცველს პეპ გვარდიოლა საკმარისს სათამაშო დროს არ აძლევს და არ არის გამორიცხული, ინგლისელმა კლუბი დატოვოს.
ფილიპსა და მანჩესტერ სიტის შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2028 წელს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ს კი ფეხბურთელი 32 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.