მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, 58 წლის სპეციალისტს ცუდი სტატისტიკა აქვს - ყოველივე ეს კი ბოლოს გამართულ ივნისის სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებში ვერ მოგებული მატჩებით დაგვირგვინდა.
კოლუმბიასთან წაგებული მატჩის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობა ფლიკის გაშვებას განიხილავდა, თუმცა გავრცელებული ჭორები გერმანიაში მალევე უარყვეს და დადასტურდა, რომ ფლიკს მინიმუმ სექტემბრის სანაკრებო მატჩებამდე გუნდს არ დაატოვებინებენ.
თავის მხრივ, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ზოგიერთი წევრი თვლის, რომ იულიან ნაგელსმანი ერთადერთ მწვრთნელია, რომელსაც ჰანს ფლიკის შეცვლა წარმატებულად შეუძლია.
ნაგელსმანის მომხრეებს ეშინიათ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელმა სხვა გუნდი არ ჩაიბაროს და მიაჩნიათ, რომ მის მოსაპოვებლად დრო არ უნდა დაკარგონ, სხვებს კი ნაგელსმანის ავტორიტეტსა და გამოცდილებაში ეჭვი ეპარებათ.