იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მტკიცებით, რომა მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის, მარსელ ზაბიცერის გადაბირებით დაინტერესდა.
საუბარია 29 წლის ნახევარმცველის იჯარის წესით დამატებაზე, რადგან იტალიელები ვეინალდუმის შემცვლელს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ზაბიცერმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა.