როგორც უკვე მოგახსენეთ, ტოტენჰემმა ჰარი კეინის თაობაზე ბაიერნის პირველი წინადადება მალევე დაბლოკა, რადგან ინგლისში იმედი აქვთ, რომ კეინის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მიიღებენ - საუბარი იყო 29 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ + ბუნებით შეძენაზე.
მიუხედავად ტოტენჰემის უარისა, ბაიერნი ტრანსფერზე უარის თქმას მაინც არ აპირებს და ინგლისურ კლუბს გაუმჯობესებულ წინადადებას შესთავაზებს.
თავის მხრივ, ტოტენჰემის ახალი მთავარი მწვრთნელი, ანჟ პოსტეკოგლუ 12 ივლისს კეინს შეხვდება (როცა ინგლისელი შვებულებიდან დაბრუნდება), რადგან კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალი მწვრთნელი კეინს თავისი იდეებით და საფეხბურთო ფილოსოფიით მოხიბლავს და საბოლოოდ ინგლისში დარჩენაში დაარწმუნებს.