უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლუკას ერნანდესი უახლოეს პერიოდში ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდება - აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.
საუბარია 48-50 მილიონ ევროიან შეთავაზებაზე საკომისიო დანამატების ჩათვლით.
27 წლის მცველი უკვე პარიზში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებისთვის ეზმადება, სავარაუდოდ ერნანდესი პსჟ-სთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ეხლს.
თავის მხრივ, ცნობილი ხდება, რომ ატლეტიკო მადრიდი ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს.