მიუნხენის ბაიერნი ოფიციალურად დაემშვიდობა ჟოაო კანსელოს და დეილი ბლინდს - ორივე მოთამაშის კონტრაქტს ვადა დღეს ეწურებოდა.
კანსელომ ბაიერნის მაისური ჯამში 21 შეხვედრაში მოირგო და თავის გამოჩენა 1 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა, რაც შეეხება ბლინდს, 33 წლის მცველმა მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამურად მოედანზე 131 წუთი გაატარა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებენ პორტუგალიელი და ნიდერლანდელი მცველები კარიერას.