მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა კიმ მინ ჯეს ტრანსფერი უკვე შეათანხმა, და უდიდესი ალბათობით სამხრეთ კორეელი მცველი მომდევნო სეზონს ტომას ტუხელის გუნდში გაატარებს.
როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო ირწმუნება, კიმი სამედიცინო შემოწმების ნაწილს დღეს გაივლის, თუმცა არა მიუნხენში.
ამ დრომდე უცნობია თუ სად ჩატარდება სამდეიცინო შემოწმება, მაგრამ ადგილობრივი გამოცემები სამხრეთ კორეას ვარაუდობენ.