ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ცხელი სატრანსფერო მოვლენაა - აღნიშნულზე ინგლისური და გერმანული გამოცემები ყოველდღიურად ძალიან ბევრს წერენ.
ახლახანს 29 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმაც გააკეთა:
"იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც ჩვენთან კონტრაქტი არ აკავშირებს, კომენტარს არ ვაკეთებ! მაგრამ, ამ პოზიციის მოთამაშეებს ვეძებთ და მათ თვალს ვადევნებთ. თუ დავრწმუნებდით, რომ კონკრეტულ მოთამაშეს ჩვენი დახმარება შეუძლია, მისი დამატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ტუხელმა.