მოგეხსენებათ, ტრავმირებული მანუელ ნოიერის დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო - სწორედ ამ მიზეზის გამო, ბაიერნი იან ზომერს მისი შემცვლელის გაფორმებამდე არ გაყიდის.
ამ დრომდე შვეიცარიელი მეკარის მთავარი შესაძლო შემცვლელი გიორგი მამარდაშვილია, რომლის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა მარკო ნეპემ უკვე გამართა - მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს.
თავის მხრივ, იან ზომერსა და ბაიერნს ჯენტლმენური შეთანხმება აქვთ, რომლის თანახმადაც, ზომერს შეთავაზების შემთხვევაში სხვა კლუბში გადასვლა 9-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.