მოგეხსენებათ, ტრავმირებული მანუელ ნოიერის დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო - სწორედ ამ მიზეზის გამო, ბაიერნი იან ზომერს მისი შემცვლელის გაფორმებამდე არ გაყიდის.
ამ დრომდე შვეიცარიელი მეკარის მთავარი შესაძლო შემცვლელი გიორგი მამარდაშვილია, რომლის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა მარკო ნეპემ უკვე გამართა - მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალენსია ქართველი მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.
თავის მხრივ, იან ზომერსა და ბაიერნს ჯენტლმენური შეთანხმება აქვთ, რომლის თანახმადაც, ზომერს შეთავაზების შემთხვევაში სხვა კლუბში გადასვლა 9-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.