ახალი სეზონის დაწყებამდე მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან საუბრისას მოახლოებულ სეზონზე ისაუბრა და სამომავლო მიზნებთან დაკავშირებულ კითხვებს მოკლე კომენტარით უპასუხა.
"ფეხბურთელებს მოკლედ ვესაუბრეთ, რადგან ჯერ ნაადრევია რამის თქმა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ როგორც გუნდი და ერთიანი ჯგუფი, შემდგომ კი ვნახოთ..." - აღნიშნა ტუხელმა.