უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმ მინ ჯე ბაიერნის ახალი ფეხბურთელია - გერმანული გამოცემების მტკიცებით, ტუხელის გუნდმა ყველაფერი საბოლოოდ მოაგვარა და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.
ბაიერნის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, კიმი უკვე მიუნხენში იმყოფება და გუნდს სავარაუდოდ დღეს შეუერთდება.
ცნობისთვის, 26 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში სერია ა-ს 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გარდა ამისა, კიმი მთელი სეზონის განმავლობაში იტალიური გუნდის დაცვის ნამდვილი ლიდერი იყო.