მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, ახალი სპორტული დირექტორის პოსტზე კრისტოფ ფროუნდს წარადგენს, რომელიც ახლა ზალცბურგში ამავე პოზიციას იკავებს.
ბაიერნის ინსაიდერი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ყველაფერი გადაწყეტილია და ავსტრიელი ფუნქციონერი რეკორდმაისტერს სექტემბრის თვეში შეუერთდება.
ცნობისთვის, ბოლოს ბაიერნში სპორტული დირექტორის პოსტს ჰასან სალიჰამიჯიჩი იკავებდა.