ბაიერნამ და დორტმუნდმა მარსელ ზაბიცერის თაობაზე სრულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს - კლუბის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, რეკორდმაისტერი ტრანსფერის სანაცვლოდ 19 მილიონ ევროს მიიღებს.
29 წლის ავსტრიელმა დღის პირველ ნახევარში შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებს, ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარით უპასუხა: "თქვენ თვითონვე იცით უკვე პასუხი, რადგან საკუთარი წყაროები გაქვთ."
ერთი სიტყვით, საკითხი დახურულია - ზაბიცერი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს.