მატიას დე ლიხტმა მედიასთან დღევანდელ ინტერვიუში ახალ თანაგუნდელზე, კიმ მინ ჯეზე და მასთან კომუნიკაციაზე ისაუბრა.
"კიმს ინგლისურად ლაპარაკი შეუძლია, ასევე მეც - ასე რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ უნდა გავიჭირდეს ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი მოთამაშე სწრაფად ინტეგრირდეს", - განაცხადა ნიდერლანდელმა.
გარდა ამისა, დე ლიხტმა მცირე კომენტარი საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზეც გააკეთა:
"ტრავმის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, საკუთარი ფორმის 95%-ზე ვარ, დარჩენილ 5-ს კი იაპონურ ტურნეში დავიმატებ".