გუშინ, გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პროისენ მიუნსტერს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 დაამარცხა.
შეხვედრის მე-11 წუთზე რეკორდმაისტერის გერმანელმა ვინგერმა სერჟ გნაბრიმ ხელი მოიტეხა, რის გამოც ტუხელს მისი იძულებით შეცვლა მოუწია.
გერმანულ მედიაში გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, გნაბრი მინიმუმ რამდენიმე კვირას იუქმებს - უფრო დეტალური სურათი კი მას შემდეგ იქნება, რაც ფეხბურთელი საბოლოოო გამოკვლევებს ჩაიტარებს და ხელზე ოპერაციას გაიკეთებს.
ცნობისთვის, გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თავი მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა.