Ligablattმა მოთამაშეები შეაფასა

Ligablattმა მოთამაშეები შეაფასა

"ბაიერნი" 9 ნოემბერს დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და თამაში 4-0 მოიგო.

ამ თამაშის შემდეგ გერმანულმა გამოცემა "Ligablatt"მა "ბაიერნის" ფეხბურთელები შეაფასა.

მანუელ ნოიერი: ის დიდი ალბათობით ბურთებს აიღებდა, რომელიმე მის კარში რომ წამოსულიყო, მაგრამ ასეთი დარტყმები არ ყოფილა. (ნიშანი 3)

ბენჟამინ პავარი: ფრანგმა თამაში უშეცდომოდ ჩაატარა, არაჩვულებრივი გადაცემაც გააკეთა ნიშანი 2

ხავი მარტინესი: ესპანელმა ზუსტად ისე ითამაშა, როგორსაც ყველა ითხოვდა: ჭკვიანურად და უჯარიმოდ. (ნიშანი 2)

დავიდ ალაბა: ავსტრიელს ისევ მცველის როლზე მოუწია თამაში და შეცდომაც არ დაუშვია. (ნიშანი 2)

ალფონზო დეივისი: ახალგაზრდა კანადელმა მისი ცხოვრების საუკეთესო თამაში ჩაატარა. დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდა და ის ასევე გუნდს შეტევაშიც კარგად ეხმარებოდა. (ნიშანი 1)

იოზუა კიმიში: იოზუამ ექვსიანის როლი არაჩვეულებრივად შეასრულა და დაამტკიცა რომ ის უმაღლესი დონის ჩამშლელია. (ნიშანი 1-)

ტომას მიულერი: გერმანელმა თავისი მეხუთასე მატჩი ჩაატარა "ბაიერნის" რიგებში და ორი შედეგიანი გადაცემის გაკეთებაც შეძლო. (ნიშანი 1-)

ლეონ გორეცკა: ნიჭიერი გერმანელი ამ თამაში შეუმჩნევლად დარჩა და თავისი თანაგუნდელების კარგი თამაშით დაიჯაბნა (ნიშანი 3)

სერჟ გნაბრი: მზაერეულმა მარჯვენა ფლანგიდან რამოდენიმე კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზა და გოლიც გაიტანა. (ნიშანი 2)

კინგსლი კომანი: ფრანგი ფეხბურთელი ძალიან აქტიურად თამაშობდა და გუნდის შეტევასაც ძალიან ეხმარებოდა ნიშანი 1-.

რობერტ ლევანდოვსკი: პოლონელი კვლავ საუკეთესო იყო. მან ორი გოლის გატანა შეძლო და დაანახა მსოფლიოს თუ ვინ არის საუკეთესო ცხრიანი. ( ნიშანი 1)

P.S ნიშანი 1 საუკეთსოა, ნიშანი 6 კი ყველაზე ცუდი შეფასებაა.


10-11-2019, 16:44
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0