ავტორიტეტული გამოცემა "The Athletic" იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" თვალს ადევნებს პოჩეტინოს მდგომარეობას "ტოტენჰემში".
გამოცემა წერს: "თუ პოჩეტინო ტოტენჰემს დატოვებს, ბაიერნი ყველაფერს გააკეთებს მის დასანიშნად. სხვა მხრივ, რეალი და მანჩესტერიც იმავეს გააკეთებენ, შესაბამისად, ეს ბაიერნისთვის რთული ამოცანა იქნება."
47 წლის არგენტინელ სპეციალისტს გუნდის ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს, რაც "ტოტენჰემის" შედეგებზეც აისახება. არ არის გამორიცხული, რომ პოჩეტინომ სეზონის ბოლომდე მართლაც დატოვოს ჩრდილოეთ ლონდონი.
წყარო ამატებს, რომ ჰანსი ფლიკმა ყველანაირი მოლოდინი გაამართლა და კლუბი არ იჩქარებს მისი შემცვლელის მოძებნას, ასევე ერიკ ტენ ჰაგი ამჟამად "ბაიერნის" ნომერი პირველი პრიორიტეტია.
"ტენ ჰაგი ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა ბაიერნის მეორე გუნდს. მას ყოველთვის ჰქონდა უფრო მეტის ამბიცია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის შანსი არასდროს მიუცია."
ტომას ტუხელი და რალფ რანგნიკი ასევე განიხილებიან კანდიდატებად, თუმცა მათი "რეკორდმაისტერში" ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.