ავტორიტეტული გამოცემა "Bild" იუწყება, რომ "ბაიერნი" სანაკრებო პაუზის პერიოდში ჰანსი ფლიკთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.
გასული კვირის განმავლობაში კლუბს უამრავი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა ამჟამად დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე ფავორიტი ფლიკია. გერმენალის ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, სადაც მიუნხენელებმა 6 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი 0 მიიღეს.
გერმანელი სპეციალისტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე კლუბში გამოსაცდელი ვადით დარჩება, თუმცა გრძელვადიანი კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოა.
აღსანიშნავია, რომ ფლიკის მუშაობით მიუნხენში კმაყოფილები არიან, ჰერმან ჰერლანდმა ის იუპ ჰაინკესს შეადარა, მაგრამ კლუბის ბოსების მთელი ყურადღება ერიკ ტენ ჰაგისკენ არის მიმართული, რომელიც, დიდი ალბათობით, "ბაიერნს" სეზონის ბოლოს ჩაიბარებს.