„ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის, ბედი ჯერაც გაურკვეველია. გერმანული მედია ხორვატი ფეხბურთელის შესაძლო მომავალზე საუბრობს.
Bild-ის ინფორმაციით, ნიკო კოვაჩმა შეიძლება ფავრი შეცვალოს და დორტმუნდის „ბორუსიის“ მწვრთნელი გახდეს. 48 წლის სპეციალისტს მაღალ შეფასებას აძლევს ჰანს-იოაჰიმ ვაცკე, თუმცა მატს ჰუმელსთან არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნიკოს დორტმუნდში გადასვლას.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენური გრანდი კოვაჩმა ფრანკფურტის „აინტრახტთან“ დამარცხების შემდეგ დატოვა. „ბაიერნი“ დროებით ჰანსი ფლიქმა ჩაიბარა.