მიუნხენური კლუბის ახალგაზრდა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში პოტენციურ მეტოქეზე ისაუბრა.
"არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი გუნდი ამოგვივა კენჭისყრაზე.
როდესაც "ბაიერნი" ნორმალურ მდგომარეობასა და ჩვეულ ფორმაშია, ყოველთვის ფავორიტია!", - განაცხადა 24 წლის გერმანელმა.
"რეკორდმაისტერმა" ჯგუფური ეტაპი ფანტასტიკურად ჩაატარა და ყველა თამაში მოიგო ბურთების +19 სხვაობით.
"ბაიერნის" სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალური ეტაპისთვის "ატალანტა", ლონდონის "ჩელსი", მადრიდის "ატლეტიკო", ლიონის "ოლიმპიკი", მადრიდის "რეალი" და "ნაპოლი" არიან.
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი ეტაპის კენჭისყრა 16 დეკემბერს, ჩვენი დროით 15:00 საათზე, გაიმართება.