გადაწყვეტილია - თომას ტუხელი აუცილებლად დარჩება "ბაიერნის" მწვრთნელად და მას არ გაათავისუფლებენ.
მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგომასაც არ განიხილავს. მას სურს ბრძოლის გაგრძელება.
ასევე ტუხელმა მის მომავალზე ისაუბრა:
"მე ვგრძნობ მხარდაჭერას, ვიცი ჩემი ურთიერთობა დრიზენთან და როგორ ვმუშაობთ ერთად.
მან იცის რამდენად მაღიზიანებს ეს სიტუაცია და რამდენ შრომას ვდებთ."