გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულად არის დაინტერესებული ტიაგო ალკანტარას დაბრუნებით.
წყაროს ცნობით, ესპანურ გრანდს ტრანსფერის დასრულება მომავალი ზაფხულისთვის სურთ.
როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერი" 28 წლის ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს. "ბარსა" კი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
შეგახსენებთ, რომ ალკანტარა "ბაიერნმა" 2013 წელს სწორედ კატალონიური გრანდისგან იყიდა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ.