ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო და ყველაზე ცუდი სავარაუდო მეტოქეები

ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო და ყველაზე ცუდი სავარაუდო მეტოქეები

ხვალ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდება და გაირკვევა, თუ რომელ გუნდს დაუპირისპირდება მიუნხენის "ბაიერნი" 1/8 ფინალურ ეტაპზე.

"რეკორდმაისტერის" სავარაუდო მეტოქეები "ნაპოლი", "რეალი", "ატალანტა", "ატლეტიკო" და "ჩელსი" არიან.

მიუნხენური გრანდისთვის საუკეთესო ვარიანტი, ერთ-ერთ იტალიურ კლუბთან დაპირისპირება იქნება.

ნეაპოლური კლუბი საშინელ ფორმაშია და სიტუაციის გამოსწორება ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა. კარლო ანჩელოტის დამოძღვრილებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ზედიზედ 9 შეხვედრაში ვერ მოიგეს, რამაც მისი დათხოვნა გამოიწვია. გატუზის ფორმაციის "ნაპოლიმ" კი შინ "პარმასთან" წააგო და ახლა გუნდი სერია ა-ში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებს.

ასევე კარგი იქნება, თუ "ბაიერნი" საწყის ეტაპზე "ატალანტას" დაუპირისპირდება. ბერგამოული კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე და ჯგუფური ეტაპის დაძლევა სასწაულებრივად მოახერხა. წესით, ამ ბარიერის დაძლევა ფლიკის შეგირდებს არ უნდა გაუჭირდეთ.

რაც შეეხება ყველაზე ცუდ ვარიანტს, ეს უდაოდ მადრიდის "რეალია". ესპანელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და მეტწილად სწორედ ამან განაპირობა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება. თუმცა, ახლა ზინედინ ზიდანის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და იგი ნებისმიერი მეტოქისთვის ძლიერ წინააღმდეგობას წარმოადგენს. გარდა ამისა, "რეალმა" ბოლო 6 ჩემპიონთა ლიგიდან 4-ჯერ გამარჯვება იზეიმა შარშანდელი ფიასკოს შემდეგ წელს კვლავ წარმატების მიღწევას ეცდებიან. თუმცა, თავის მხრივ "ბაიერნს" "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ თავისი ანგარიშები აქვს გასასწორებელი და 1/8 ფინალში შეხვედრის შემთხვევაში ამის შესანიშნავი შანსი იქნება.


15-12-2019, 23:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0