მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელი დაასახელა.
"ჩვენ მოგვწონს ფლიკთან მუშაობა. ყველას, ვისაც მასთან მცირე შეხება მაინც აქვს, ხვდება მის საფეხბურთო ინტელექტსა და ფილოსოფიას."
"ვიცით, რომ ფეხბურთელები არ წყვეტენ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის გუნდში დიდხანს დარჩება." - აცხადებს ალაბა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ფლიკი მხოლოდ "ბაიერნის" დროებითი მწვრთნელია.