დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე გაირკვა.
"რეკორდმაისტერი" 1/8 ფინალურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებ. პირველი თამაში ინგლისის დედაქალაქში ჩატარდება.
აქამდე ხსენებული კლუბები ევროტურნირებზე სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, საიდანაც 1 "არისტოკრატებმა" მოიგეს, 1 გერმანელებმა, 2 თამაში კი ფრედ დასრულდა.
2004/05 წლების სეზონში ლიგის 1/4 ფინალიდან "ბაიერნის" გაგდება სწორედ "ჩელსიმ" მოახერხა, ორი მატჩის ჯამში 5:6 ანგარიშით.
2011/12 წლების სეზონში ლონდონურმა კლუბმა კიდევ ერთხელ გაამწარა "ბაიერნი", როცა "ალიანს არენაზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში მოუგო.
ბოლო მატჩი კი 2013/14 წლების სეზონის დაწყებამდე, ევროპის სუპერთასზე შედგა და მაშინ "ბაიერნმა" რევანშის აღება შეძლო და თასს დაეუფლა.