კიმიხი ზაფხულში გაყიდვის კანდიდატია. კლუბიც და ფეხბურთელიც მზად არიან მოისმინონ შეთავაზებები.
"ბაიერნი" ღიაა გაყიდვისთვის, ხოლო კიმიხი ღიაა გადასვლისთვის. მისი წასვლის მიზეზები: პავლოვიჩის გამოჩენა და ხელფასია.
ამ დროისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კონკრეტული საუბარი არ მიმდინარეობს.
თუ მან წასვლა გადაწყვიტა, კიმიხისთვის ეს 5 კლუბი იბრძოლებს: "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი".
ზოგიერთი კლუბი ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.